ეპლის ახალი პატენტი

ეპლის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა ამერიკის პატენტთა ბიუროს საიტზე და რომელსაც პირობითად ვირტუალური სეიფი შეიძლება ეწოდოს, აღწერს პროცესს, რომლის მეშვეობითაც ეპლის მომხმარებელს შეეძლება ძალიან მარტივი გზით დაიცვას თავისი კონფიდენციალური ინფორმაცია თვით კომპიუტერის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაშიც კი.  შესაბამისი ფაილის მარტივი მოთავსებით ე.წ. “სეიფში” მომხმარებელს შეეძლება სასურველი ფაილები საერთოდ გააქროს დესკტოპიდან, სისტემის ძებნის შედეგებიდან და ასევე მისი ასლი ავტომატურად შეინახოს “სეიფის” ინტერნეტ ვერსიაში.  აღსანიშნავია, რომ მსგავს ფუნქციების მქონე პროგრამები, როგორებიცაა მაგალითად Hide Folders და სხვები,  დიდი ხანია არსებობს მაკისთვის, მაგრამ სისტემაში ინტეგრირებული სერვისი ეპლის მხრიდან, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი სხვა საჭირო ფუნქციაც ექნება და იმუშავებს მაკის ბევრ სხვა პროგრამასთან, საკმაოდ საინტერესო იქნება.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის და პატენტის ილუსტრაციებისათვის მიჰყევით ამ ბმულს

სხვა სტატიები მსგავს თემებზე:

Tags: 
MacDaily.ge

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *

*
*